გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Redaktionsnetzwerk Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს, თუმცა დასძინა, რომ ეს არ გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას.
„პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საქმიანი ურთიერთობები მაქვს, რაც არ გამორიცხავს ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობას", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
ანგელა მერკელის თქმით, ორმხრივი კონტაქტების დროს ორი ქვეყნის ლიდერები ცდილობენ საერთო მიდგომების გამომუშავებას უკრაინაში, სირიაში და იემენში კონფლიქტის გადასაჭრელად და ასევე, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.
„თუ ამ პრობლემების გადაჭრა და ხალხის დახმარება გვსურს, ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გვჭირდება", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.