logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებით უპატივცემულოდ მოეპყრო ჩინეთის პრეზიდენტს
- +

30 აპრილი. 2017. 11:51



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას „ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდით უპატივცემულობა გამოხატა ჩინეთის ხელმძღვანელობისადმი.


„ჩრდილოეთ კორეა უპატივცემლოდ მოეპყრო ჩინეთის სურვილს და მის პრეზიდენტს, როდესაც რაკეტა გაუშვა, თუმცა წარუმატებლად. ეს ცუდია", - წერს დონალდ ტრამპი.


შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ბალისტიკური რაკეტის გაშვება ფუკჩხანის რაიონიდან მოხდა, დაახლოებით 50 კმ მანძილი დაფარა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner