„გაზპრომსა" და „სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებებში ქართული მხარე არჩევანს იმის სასარგებლოდ გააკეთებს, ვისაც უკეთესი პირობა ექნება", - ამ კომენტარს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აკეთებს, დასმული შეკითხვის საპასუხოდ - რატომ გრძელდება „გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მაშინ, როდესაც „სოკარმა" საქართველოსთვის დამატებითი მოცულობით გაზის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა.
„მოლაპარაკებების მიზანი არის ქვეყნისთვის უფრო უკეთესი პირობების მიღება. როდის დასრულდება მოლაპრაკებები, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან მოლაპარაკებები, რომ გამოვიდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო", - განაცხადა ხმალაძემ.