საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი პოლიციამ ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავისი ძალებით დაკარგული ბიჭი გუშინ ღამით იპოვა.
„ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა.