logo_geo
eng_logo
საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს
- +

30 აპრილი. 2017. 12:56



საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი პოლიციამ ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავისი ძალებით დაკარგული ბიჭი გუშინ ღამით იპოვა.

 

ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.


უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner