logo_geo
eng_logo
რომის პაპი: ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა, გამანადგურებელ ომამდე მიგვიყვანოს
- +

30 აპრილი. 2017. 12:57



ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის კიდევ ერთხელ გამოცდას რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა. როგორც თავად განაცხადა, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულმა ვითარებამ, შესაძლოა მსოფლიო გამანადგურებელ ომამდე მიიყვანოს. 

 

„ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა, გამანადგურებელ ომამდე მიგვიყვანოს. შექმნილი ვითარების განსამუხტად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შუამდგომლობისკენ მოვიწოდებ. მაგალითისთვის, ნორვეგია ყოველთვის მზადაა დასახმარებლად", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.


კიდევ ერთი ბალისტიკური იარაღის გამოცდის შემდეგ, რომელიც აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ცნობით, წარუმატებლად დასრულდა, დონალდ ტრამპმა ფხენიანი ჩინეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner