კუბური გამოცემა CiberCuba-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Aerogaviota-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სამგზავრო იყო და ბორტზე 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„დაიღუპა რვა სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ეკიპაჟი", - წერს სააგენტო.
ხელისუფლებამ ავარიის მიზეზების შესწავლა დაიწყო.