logo_geo
eng_logo
ტეხასში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 აპრილი. 2017. 15:06


 

 

ტეხასში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტორნადომ დაანგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები და წააქცია ხეები.


ძირითადად ქალაქი კანტონი დაზარალდა, რომელიც დალასიდან 95 კილომენტრში მდებარეობს,  თუმცა ქარიშხალმა ტეხასის კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს მიაყენა ზიანი.


ტეხასი იმ რეგიონში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორს „ტორნადოს ხეივანი". ამის გამო შტატში ძალიან ხშირია ქარიშხლები.


რუსული სააგენტო РИА-ს ცნობით, მისურისა და ოკლაჰომას შტატების ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისურის შტატში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა 30-ის გადარჩენა შეძლეს.


უსაფრთხოების მიზნით, დატბორვის საშიშროების გამო 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner