Sunday Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ლონდონში ორი ტერაქტი მზადდება.
„არსებობს ტერაქტების ორი გეგმა, რომლებსაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს", - განუცხადა გამოცემას კონტრტერორისტული განყოფილების მაღალჩინოსანმა.
მანვე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და სამართალდამცველები ცდილობენ, ბოროტმოქმედების კვალს მისდიონ. მისივე თქმით, ექსტრემისტები, სავარაუდოდ, დაჯგუფებების - „ისლამური სახელმწიფოსა" და „ალ-ქაიდას" მიმდევრები არიან.