რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში მცხოვრები, 52 წლის ენვერ ბერია, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.ოჯახის წევრები მედიასთან კომენატრს არ აკეთებენ, თუმცა დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ბერია მის კუთვნილ სასოფლო ნაკვეთში მუშაობის დროს დააკავეს. მათივე განცხადებით, დაკავებულის გამოსასყიდად, რუსი ოკუპანტები 50 000 რუბლს ითხოვენ, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა.