„დღეს მინდა ორი დაღუპული ვაჟკაცი, ორი შეუდრეკელი ქართველი გავიხსენო. ორივე მათგანის სახელი ყველა ქართველმა იცის და უნდა იცოდეს", - ამის შესახებ თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს:
ერთი მათგანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი გიორგი ანწუხელიძეა, რომელიც ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს და დაკითხვისა და წამების შემდეგ, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა.
მეორე გმირი გახლავთ ზურაბ იარაჯული, რომელმაც, თავისი ვაჟკაცობით, მტერიც კი აღტაცებაში მოიყვანა!
აფხაზეთში ომის დროს „სუ 25"-ით ჩამოაგდეს, მაგრამ მოასწრო კატაპულტირება და მტრის ტერიტორიაზე დაეშვა. ალყა შემოარტყეს, დაგვნებდიო, მაგრამ, სანამ მოკლავდენენ, მტერს მაკაროვით იგერიებდა... უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. მიცვალებულების გაცვლის დროს აფხაზებმა მხოლოდ მისი მამა გადაუშვეს იქით და საფლავი ანახეს. ცხედარი ცელოფანში გახვეული იყო დაკრძალული, რაც ომის პირობებში დიდი პატივი იყო. ჩეჩნებს უთქვამთ, ვაჟკაცი შვილი გყავდა და ჩვენც ვაჟკაცურად დავკრძალეთო.
ბედისწერა იყო, ალბათ, რადგან იმ დღეს ზურა სხვის მაგივრად გაფრინდა საბრძოლო დავალებაზე.
დიდება და არდავიწყება გმირი ჯარისკაცების სახელებს!
ამ ბავშვის ფოტო კი ყველა დაღუპული ჯარისკაცის შვილს განასახიერებს... მისი მამა გმირია!" - წერს თეა ფირცხალავა.