logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: პასუხი რომან გოცირიძეს!
- +

30 აპრილი. 2017. 17:09



ჟურნალისტი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს პასუხობს:

 

„პასუხი რომან გოცირიძეს! ბატონო რომან, ასე რამ დაგაბნელათ, რომ კანტორას უწოდებთ სახელმწიფოშო ყველაზე წარმატებულ ნავთობის და გაზის კორპორაციას? იმ კორპორაციას, რომლის ხელმძღვანელს დავით თვალაბეიშვილს საჯარო მადლობა გადაუხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ ნორლადმა წარმატებული პროექტებისთვის! დიახ, 2012 წლიდან ამ კორპორაციამ საკუთარი ფულით გარდაბანის თბოელექტროსადგური ააშენა, 230 მილიონიანი პროექტი, აშენებს მეორეს, საუკუნის პროექტი გაზსაცავის მშენებლობაა დაწყებული, ყოველ წელს კორპორაციის მოგება 100 მილიონ ლარს შეადგენს! წელს, 160 მილიონია! სააკაშვილის ხელისუფლების დროს კი -კორპორაციას 300 მილიონი ძალით გადაარიცხინეს იმ ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის, სადაც თქვენ ხართ განთავსებული. 2012 წლის მერე კი  -სასამართლოში იჩივლეს და ის თანხაც უკან დააბრუნებინეს! დიახ, კანტორა ერქვა სააკაშვილის დროს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგის ცოლი იყო გაფორმებული, გელა ბეჟუაშვილის ცოლისდა იყო გაფორმებული, კონტროლის პალატის მაშინდელი უფროსის ლევან ჭოლაძის ცოლი იყო გაფორმებული, თოფურიძის დიშვილი იყო გაფორმებული, დათა ახალაიას მომღერალ-მუსიკოსები და კარის მასხრები იყო გაფორმებული. ეს საქმე ძიებაშია კარგა ხანია. დღეს კი ნავთობის და გაზის კორპორაცია ყველაზე წარმატებული კომპანიაა და გრცხვენოდეთ, რასაც კადრულობთ, ოფიციალურად კი მალე მოგიწვევთ კორპორაციის წლის შედეგების განხილვაზე და ბოდიშებს მიწამდე თავის დახრით მოგახდევინებთ გპირდებით, იმ „კანტორის" პიარის უფროსი!" - წერს ნინო ჯღარკავა.

 

Description: Image may contain: text


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner