logo_geo
eng_logo
პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გარდაბანში ღონისძიებები გაიმართება
- +

30 აპრილი. 2017. 17:54



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო".


პროექტის ფარგლებში, 1 მაისს, გარდაბნის საკრებულოს შენობასა და კულტურის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება; ქართველი მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები და გამომცემლები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. დედაქალაქიდან ჩასული სტუმრები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ დიალოგს და ყურადღებას გაამახვილებენ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე, მათ შორის - ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ლ. ასათიანის.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის თარგმანის და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" მიერ აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია; მეწყობა ახალი მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული ფილმების  ჩვენება. პროექტის მუსიკალურ ნაწილს კი უგააფორმებს მუსიკალური ბენდი;


ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.


სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის" პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო" სამინისტროს ხელშეწყობით უკვე მესამედ   განხორციელდება და მისი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. პროექტი ითვალისწინებს მარნეულში, გარდაბანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში კულტურული ღონისძიებების გამართვას.

Description: Image may contain: 8 people, people smiling, text

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner