logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „დალოცვით დისკრიმინაციაზე“ აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ...
- +

3 აპრილი. 2016. 03:21


საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საქართველოს სახლხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ წარდგენილ ანგარიშს ეხმიანება.



„სახალხო დამცველის ანგარიშში წერია (ვრცელდება მედიასაშუალებებით), რომ საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას ეწევიან იმით, რომ მასწავლებლებს ბავშვები დაჰყავთ დროდადრო ეკლესიაში და ხდება მათი დალოცვა ანუ მღვდელი რომ მათ დალოცავს, ეს დისკრიმინაციის მსხვერპლად აქცევს მოსწავლეებსო.

 

"დალოცვით დისკრიმინაციაზე" აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ამის გარეშეც დარწმუნებული ვარ ნების წინააღმდეგ არავინ ატარებს არათუ  სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, არამედ მართლმადიდებელ მოსწავლეებსაც კი სკოლაში... ამიტომ, ეს მიდგომა სახალხო დამცველის ოფისისგან, ვშიშობ, მიზანმიმართულია და ემსახურება, ერთი მხრივ საზოგადოების დეზორიენტირებას, მეორე მხრივ შუღლის გაჩაღების მცდელბას ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის.

 

თუკი სახალხო დამცველის ოფისი ეწევა ჩვენი საერთო საზოგადოების წევრებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობას, ამ შემთხვევაში ის საშიშ პრეცედენტებს უშვებს სახალხო დამცველის ოფისი, რადგან ამგვარი ქმედება არასახელმწიფოებრივია და მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ. ვერ ვუწონებ სახალხო დამცველის ოფისს ამ მიზანმიმართული სიცრუისა და სიძულვილის შემცველ პროპაგანდას, ვიმედოვნებ, ისინი ბოდიშს მოუხდიან საჯარო სკოლებს, ჩვენს საზოგადოებას და მეტად ფრთხილები იქნებიან სამომავლო შეფასებებში."

 

 

საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.

 

რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ უმცირესობები უმეტესწილად ერიდებიან ღიად და კონკრეტულად ისაუბრონ სკოლებში არადომონანტური აღმსარებლობის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობისა და უფლებაშელახვის ფაქტებზე", - აღნიშნულია ანგარიშში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner