logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ცხოველის ბრალი არ არის რომ ცხოველად დაიბადა!
- +

30 აპრილი. 2017. 23:58



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში დედაქალაქში არსებულ ხმაურთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ხუთი დღის წინ 25 აპრილს ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე ყოფილა, მაგრამ ასეთ ხმაურში ეტყობა გამოეპარათ გარემოს დაცვაზე კონცენტრირებულ ქართველ არასამთავრობო პარტიზანებსა და სამოქალაქო აქტივისტებს... ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა შემატყობინა პარიზიდან.

 

ეს ფოტო სან პაოლოშია გადაღებული ამ დღეს. ბრინჯაოს ქანდაკებებს თავზე ხმაურის საწინააღმდეგო „კასკები" აქვთ ჩამოცმული... კლუბების მეპატრონეებზე და იმ ბრიყვებზე საკუთარ უბადრუკ დაბადებას ქვეყანას ფოიერვერკით რომ ამცნობენ, ყოველ ღამე, არაფერს ვამბობ - ცხოველის ბრალი არ არის რომ ცხოველად დაიბადა! (ნამდვილ ცხოველებთან ბოდიში)" - წერს ქურდაძე.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner