ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ამბროლაური სრულად დაიფარა უფასო WI-FI სისტემით. „გაიცანი ambrolauri live-ში" ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სლოვაკეთისა და რაჭის 50-წლიანი მეგობრობის გაგრძელებაა.
პროექტის პრეზენტაციას სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.