30 აპრილს ქალაქ ოზურგეთში „ზვანი არენას" სტადიონზე რაგბის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს შვიდქალა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა გოგონათა სარაგბო კლუბებმა მიიღეს.
აღნიშნული ტურნირი გარდაცვლილი რაგბისტების ხსოვნას მიეძღვნა და ის პირველად ოზურგეთში ჩატარდა.
ტურნირს დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, საქართველოს რაგბის კავშირის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით. მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.