"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საზოგადოება პარტიის ახალ სახეებს უახლოეს დღეებში გაიცნობს.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ახალი სისხლი ყოველთვის კარგია პოლიტიკურ პროცესებში, ყოველთვის აჯანსაღებს სიტუაციას.
"ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის, უახლოეს მომავალში, წარვადგენთ ახალ სახეებს, ახალ პიროვნებებს რომლებიც გაწევრიანდნენ პარტია "ქართულ ოცნებაში". ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის.პოლიტიკაში კონკურენციას მივესალმები, ეს არის ნორმალური და მისაღები", - განაცხადა კახა კალაძემ.
ის ფიქრობს, რომ მთავარია, ახალი სახეები იყვნენ წარმატებული, განათლებული ადამიანები და ჰქონდეთ უნარი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.