აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აქ რომ მეკითხებიან, რით ვამაყობ ყველაზე მეტად, პასუხი ერთია - თამარ მეფით! და სამ, ჩემთვის საყვარელ არგუმენტს ვიშველიებ:
ყრუ XII საუკუნეში, უძლიერესი სახელმწიფოს პირველი პირი - ქალი;
ამ ქალმა, ბნელ ეპოქაში, გააუქმა სიკვდილით დასჯა;
ქალი - მეფე და არა დედოფალი!
გაუგონარი და წარმოუდგენელი ფაქტები! თემაც მქონდა ამაზე უნივერსიტეტში...
თამარ-ქალებო და არამარტო, გილოცავთ! სულ სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს გისურვებთ!
რაც მთავარია, მარტო წარსულით არ გვეამაყოს..." - წერს შარაძე.
შეგახსენებთ, რომ წმიდა კეთილმსახური თამარ მეფის ხსენების დღეს წელიწადში სამჯერ აღინიშნება: 13 თებერვალს; აღდგომის შემდეგ - მენელსაცხებლე დედათა კვირას და 14 მაისს.