Reuter-ის ცნობით, ცნობილი შვეიცარიელი ალპინისტი უელი სტეკი ევერესტზე აკლიმატიზაციის დროს დაიღუპა. მთამსვლელი მწვერვალზე განსხვავებული მარშრუტით, თან ჯანგბადის ბალონის გარეშე აპირებდა ასვლას. ცხედარი ევერესტზე იპოვეს და ვერტმფრენით ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაიყვანეს.
ალპინისტი მწვერვალებზე ასვლის ზებუნებრივი სიჩქარით იყო ცნობილი, რის გამოც, მას „შვეიცარული მანქანა" შეარქვეს.
ოთხშაბათს, სტეკი facebook-ზე წერდა, რომ ერთ დღეში იგი საბაზისო ბანაკიდან 7 000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და უკან დაბრუნდა, რადგან დიდი სიმაღლისთვის შეჩვევის საუკეთესო მეთოდად „აქტიური აკლიმატიზაცია" მიაჩნდა. სტეკი ევერესტზე, ჟანგბადის გარეშე პირველად 2012 წელს ავიდა.