logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მას სხარტი აზროვნება აქვს
- +

1 მაისი. 2017. 01:23



დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 100 დღე ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში შეაჯამა. მან სხვადასხვა თემაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დაძაბულობაზეც ილაპარაკა.

 

„ადამიანები შეკითხვას სვამენ აქვს თუ არა კიმ ჩენს ინს საღი აზროვნება. წარმოდგენა არ მაქვს. ერთს ვიტყვი და ვიცი, რომ ბევრს არ სიამოვნებს, როდესაც ამას ვამბობ. კიმ ჩენ ინი 26 თუ 27 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მისი ძალაუფლება აიღო ხელში. ის არაერთ მოწინააღმდეგეს გაუსწორდა, მათ შორის გენერლებსა და სხვებს. მან ასეთ ახალგაზრდა ასაკში შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რომლის წართმევასაც ბევრი ეცადა, იყო ეს ბიძამისი თუ სხვა ვინმე. მან შეძლო ეს. ის საკმაოდ სხარტი აზროვნებისაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფხენიანთან ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომელიც აღარ უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემა ჯერ კიდევ კლინტონის ადმინისტრაციას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ვერ შეძლო ვერც ბილ კლინტონმა, ვერც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა და ვერც ბარაქ ობამამ.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner