„ჰილარის ქმარიც რუსეთში ხშირად გამოდის სიტყვით. ჰილარმა გააფორმა რუსეთთან ურანის შესახებ შეთანხმებაც. ამ ყველაფრის შესახებ არავინ ლაპარაკობს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-სთან ინტერვიუშიგანაცხადა. ტრამპის განცხადებით, „გამონაგონია" მასსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ გავრცელებული ისტორია და დასძინა, რომ ჰილარი კლინტონს უფრო მეტი საერთო აქვს რუსეთთან, ვიდრე მას.
დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „თუ ჰაკერს თავზე არ წაასწარი, რთულია გაიგო ვინ რა სისტემა გატეხა", - განაცხადა ტრამპმა.