logo_geo
eng_logo
ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა
- +

1 მაისი. 2017. 03:11



29 აპრილს ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდა. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში დასახელებულია ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილიც.


თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი დაჯილდოვდა ლენტით, დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების" ორდენით.


ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებეში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.


პრიმა-ბალერინასთვის მინიჭებული ჯილდო კულტურის მოღვაწეთათვის იაპონიის მიერ დაწესებული ჯილდეოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა.


პრიმა-ბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner