logo_geo
eng_logo
ლევან ელბაქიძე: ასეთი პოზიცია საგანგაშოა საქართველოს სახალხო დამცველისგან!
- +

3 აპრილი. 2016. 04:04


ლევან ელბაქიძე საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოხსენებაში, რელიგური უმცირესობებთან დაკავშირებით აღნიშნულ განცხადებას სეოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

ააა კიდო აა!!! ჰოი საოცრებავ!!! ან ჩვენ გვიშველეთ ან ბატონ "დამცველს". გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ სტატია.

ასეთი პოზიცია საგანგაშოა საქართველოს სახალხო დამცველისგან!!! ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი ისტორია, რელიგია, ენა, მამული, კულტურა, ტრადიცია და კიდევ აღარ ჩამოვთვლი დანარჩენ-ქართულ ღირებულებებს, საუკუნეებია ერთმანეთს ისე არის გადაჯაჭვული, რომ უერთმანეთოდ ერთი მთლიანი ირღვევა, რასაც ქართული სული ჰქვია. ბატონო, (ჩვენი ქვეყნის) - სახალხო დამცველო!!!... ამისთვის დიდ რისხვას მიიღებთ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობისგან და მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისგანაც, ვინაიდან ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და ამ თქვენს გაუგებარ განცხადებას დადებითად არავინ შეგიფასებთ! და საერთოდ ვფქირობ, რომ ეს გარედან მართული დავალებების გახმოვანება-ბოდვაა!

 

ე.ი. - თქვენი აზრით, მასწავლებელმა სკოლიდან ექსკურსიაზე რომ წაიყვანოს ბავშვები გელათში, სვეტიცხოველში, იყალთოში ან მეჩეთსა თუ სინაგოგაში ეს ვინმეს უფლებას არღვევს?! ჩვენს ქვეყანაში არავინ არავის არ უშლის თავისი რელიგიურ თუ ეთნიკურ კუთვნილებას და აღმსარებლობის აღსრულებას!!! დიდ პატივს ვცემ და მეგობრები მყავს სხვა კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პატივისცემას გამოხატავენ მართლმადიდებლების მიმართ და ძალით ნუ აღვივებთ შუღლს, თორემ ამისთვის პასუხს მოგთხოვთ ხალხი, ხალხი რომლის უფლებებსაც უნდა იცავდეთ და არა შუღლსა და ბოღმას აღვივებდეთ მათში!!!"

 

 

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები ხშირად იძულებულები ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა იმ მოტივით, რომ უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან.

 

საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.

 

რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ უმცირესობები უმეტესწილად ერიდებიან ღიად და კონკრეტულად ისაუბრონ სკოლებში არადომონანტური აღმსარებლობის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობისა და უფლებაშელახვის ფაქტებზე", - აღნიშნულია ანგარიშში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner