logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

1 მაისი. 2017. 10:22


შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.


„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „იჟ 18"-ის მოდელის გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი, 172 საბრძოლო ვაზნა და „ედ"-ის ტიპის ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორი ამოიღეს.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner