logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ძეგლად ქცეული უკვდავება!
- +

3 აპრილი. 2016. 04:18


ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და საქართველოს გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამშობლოსადმი მიძღვნილ ღვაწლს ღია წერულს უძღვნის:

 

„ჩემს მეხსიერებაში ფოტო კადრივით ჩაჯდა, ეროვნული მოძრაობის ერთი გამორჩეული შტრიხი... 

 

მთავრობის სასახლესთან მრავალათასიან მიტინგზე აფრიალებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტო... თუმცა მაშინ უმეტესობამ არც იცოდა ვინ იყო ეს კაცი, მათ შორის არც მე... მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და მგონი პირველად ვესწრებოდი მიტინგსაც...

 

დაიმაინტერესა ვინ იყო, გვერდზე მყოფებს ვკითხე და არც მათ იცოდნენ... მაგრამ დამამახსოვრდა საოცრად თვალნათლივ, დიდი ფოტო ქაქუცასი და მის ფონზე იდგნენ მერაბი და ზვიადი, თითქოს ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი... მათი გამოხედვაც კი თითქოს ერთმანეთის იდენტური იყო... მაშინ ვინ რას წარმოიდგენდა რა მეტეორის სიჩქარით ჩაივლიდა დიდი ეპოქა... გავიდოდა წლები და მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა და ეროვნულ გმირთა პანთეონში, გვერდიგვერდ აღმოჩნდებოდნენ შორეული ლევილიდან გადმოსვენებული ქაქუცა, ბორითის გზაზე განგმირული "ძე ქარიშხლისა" მერაბ კოსტავა და გროზნოდან სამშობლოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდია...

 

გავა კიდევ წლები და ამდენი ცილისწამების, ღვარძლის და შურის მიუხედავად ისტორია ნელნელა იკვალავს თავის გზას და აჰაა! უკვე ძეგლად ქცეული უკვდავება! საქართველოს პრეზიდენტის მზერა, ოქროსფერ ბრონზის ქანდაკებიდან...! გუშინ დიდ ხანს ვუყურებდი ამ მონუმენტს დარჩელში აღმართულს და როცა ფოტო აპარატით ვცდილობდი გადაღებას, სწორედ ის კადრი გამახსენდა, ქაქუცას ფონზე, მომავალი საქართველოს პრეზიდენტი, "მარად ჯვარცმული" და ნაღალატევი სამეგრელოს თოვლიან გზაზე..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner