შვედეთში უდიდესი შიიტური მეჩეთი დაწვეს. ხანძარი სტოკჰოლმშიმ მდებარე იმამ ალის სახელობის მეჩეთში წუხელ გვიან ღამით გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე ცნობილი არ არის, მეჩეთის შიგნით მდებარე ბიბლიოთეკა დაზიანდა თუ არა.
შვედეთის მედიასთან საუბარში მეჩეთის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ შენობის 50% დაიწვა.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.