საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების, მათ შორის ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხზე მსჯელობას მომავალ კვირას განაგრძობს.
საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ევა გოცირიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ის ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული, მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატურად უვადოდ გამწესდნენ.
მოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ 22 აპრილს გამართულ სხდომაზე გაიტანა.