logo_geo
eng_logo
„RANIA-H“-ს კაპიტანს 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
- +

3 აპრილი. 2016. 11:14



შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ტოგოს დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „RANIA-H" ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.


გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის  მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner