logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სამინისტროების დამატებით ახდენდნენ ძალაუფლების კონსოლიდაციას!
- +

19 თებერვალი. 2016. 13:24


„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ სამინისტროების შემცირება კარგი გადაწყვეტილება იქნება. მამრაძის თქმით, მან ეს ინიციატივა ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს გააჟღერა და 2012 წლის შემოდგომაზე „ქართულ ოცნებასაც" მოუწოდა სამინისტროების გაუქმებისკენ.


„ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში სამინისტროების შეკვეცის ინიციატივა გამოვთქვი. სამინისტროების დამატება ხდებოდა არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამით ახდენდნენ ძალაუფლების კონსოლიდაციას.  როცა „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წლის შემოდგომაზეც ვაცხადებდი, რომ პირველ რიგში უნდა მომზადდეს და განხორციელდეს მართვის სისტემის მასშტაბური რეფორმა. პრემიერის ჩათვლით საქართველოს 20 მინისტრი ჰყავს და ეს იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება.

 

ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვარ, რეჟიმი რომ მოგვაშორა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ისინი ტკბებოდნენ იმ ფუფუნებით და პრივილეგიებით, რაც სააკაშვილმა შექმნა. პროკურატურა დღემდე არ არის გადატანილი სასამართლო ხელისუფლებაში და რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების იარაღად.

 

ძალიან კარგია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სამთავრობო კადრებს შევამცირებო. შეიძლება, ამან ლარს ვერ უშველოს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია.

 

 „ქართულ ოცნებას" მოსვლისთანავე უნდა მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათთვის, ვისაც ქვეყანაში ტრანსფორმირების პერიოდში აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მათი უშუალო მონაწილეობით დეცენტრალიზაციის და მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მხრივ რეფორმა უნდა მომზადებულიყო ", - განაცხადა მამრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner