logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დასრულდება ის დრო, ერთი პარტიის ხათრით ხმის მიცემა მოხდეს სხვა პარტიებისთვისაც
- +

3 აპრილი. 2016. 11:42


 

პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში ყოველთვის არასწორი თვალით უყურებენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, კოალიცია თავის დროზე, სხვა მიზნისთვის შეიქმნა, ახლა კი, ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა.



ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ხდება რაღაც ცუდი. ამ ყველაფერს ასე არ უნდა შევხედოთ. ეს არის ნორმალური პროცესი,რომელიც მიმდინარეობს და ამით არ ზარალდება ამომრჩეველი. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფმხედველობის პარტიები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ. როდესაც კოალიცია იქმნებოდა, მის წინაშე იდგა სხვა ამოცანა, ახლა გვაქვს სხვა რეალობა. ჩვენ მოვახერხეთ და მშვიდობიანი გზით ჩავანაცვლეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და წარსულს ჩავაბარეთ ეს ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.



მისი თქმით,  ამ არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საშუალება, აირჩიოს პარტია თავისი შეხედულებისამებრ. დასრულდება ის დრო, როდესაც ერთი პარტიის ხათრით ხმის მიცემა მოხდეს სხვა პარტიებისთვისაც", - განაცხადა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner