მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შედეგად, 11 და 12 წლის ორი მოზარდი დაშავდა. ისინი მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეფანაკერტში, რესპუბლიკური მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული.
სომხური მედიის ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმას 2004 წელს დაბადებული ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც სომხური მედია წერს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება აზერბაიჯანის მხრიდან გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და საჰაერო ძალების გამოყენებით გაგრძელდა.
დაპირისპირებული მხარეები მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ასევე, დაღუპულთა შესახებ.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, სომხეთის მხარეს კი, 100-ზე მეტი ჯარისკაცი გარდაიცვალა.