logo_geo
eng_logo
პატიმრის გაქცევის განმარტება განსხვავებულად ყალიბდება
- +

1 მაისი. 2017. 20:23



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ" და მისი თანმდევი პროექტები.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში შესული ცვლილებები გააცნო.


მისი განცხადებით, ინიცირებული კანონის თანახმად, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მხოლოდ დაბალირისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ექნებოდათ. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კი არასრულწლოვანთა დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებსაც მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, საუაბარია განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი).



შემდეგი ცვლილება მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების უფლებას შეეხება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დღევანდელი რედაქციით, აღნიშნულ შემთხვევაში საფასური მსჯავრდებულის ახლო ნათესავმა უნდა გადაიხადოს. მისი შეთავაზებით, კი გარკეულ შემთხვევებში, თუ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაბალი შემოსავალები აქვთ, ოჯახი გათავისუფლდება გადასახადის გადახდისგან და მსჯავრდებული ისარგებლებს ამ სერვისით.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ გაქცევის განმარტება განსხვავებულად ჩამოყალიბდა. კერძოდ, გაქცევად ჩაითვლება დამცავი ზღუდის გადაკვეთა, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბადრაგირების შემთხვევაში - დადგენილი ხაზის გადაკვეთა.



კიდევ ერთი ცვლილება მაღალი რისკის მსჯავრდებულებისათვის სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლებას შეეხება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დღეს მსჯავრდებულებს ერთი თვის განმავლობაში ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება აქვთ 10 წუთის ხანგრლივობით.


 

„გთავაზოვთ, რომ მსჯავრდებულებს ორი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება ჰქონდეთ, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა და წახალისების შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ კიდევ ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, ასევე 15 წუთის ხანგრძლივობით",- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.



საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღებისშესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებებისგამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner