logo_geo
eng_logo
სერჟ სარქისიანი: ეს არის ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომელიც აზერბაიჯანმა 1994 წლის შემდეგ განახორციელა
- +

3 აპრილი. 2016. 11:43



ეს არის ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომელიც აზერბაიჯანმა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის შემდეგ განახორციელა,"- ასე ეხმაურება სომხეთს პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს და ბოლო დღეებში გამწვავებულ ვითარებას.



სარქისიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.



მტერმა გამოიყენა საჰაერო ძალები, ყველა სახის არტილერია და ჯავშან-ტექნიკა. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს ავიაციისა და არტილერიის სახითაც. ჩვენი მხრიდანაც არიან დაღუპულები, ამ დროისთვის 18 ადამიანია დაღუპული და 35 დაჭრილი,"-განაცხადა სარქისიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner