logo_geo
eng_logo
„გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზანი მოსალოდნელი კრიზისების თავიდან აცილებაა“
- +

1 მაისი. 2017. 21:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით შემოთავაზებულ სიახლეს, რომლის მიხედვით, ყველა ე.წ. გადაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატი არჩევნებში პირველ ადგილას გასულ პარტიას მიეკუთვნება Palitranews-ის გადაცემა „360 გრადუსში" ეხმაურება. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებას მტკიცე და მყარი უმრავლესობა სჭირდება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს.



„რადგან ჩვენ გვაქვს მყიფე პარტიული ლანდშაფტი, რადგან ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პარტია შედის პარლამენტში და რთულდება ხოლმე უმრავლესობის ფორმირება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამან განაპირობა იტალიაში ის, რომ თითქმის ყოველ წელს ახალი არჩევნები ინიშნებოდა, იცვლებოდა მთავრობები, რადგან ის კოალიციები, რომელიც დგებოდა, ხშირ შემთხვევაში, ვერ თანხმდებოდნენ და მთავრობები იშლებოდა. ეს რომ თავიდან იყოს აცილებეული, სწორედ ამიტომ არის ეს ნაბიჯი გადადგმული", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner