logo_geo
eng_logo
ეროვნული ბანკი: 2016 წელს საქართველოს ეკონომიკაზე კვლავ უარყოფითად მოქმედებდა საგარეო შოკის გავლენა
- +

1 მაისი. 2017. 22:40


„ეროვნულმა ბანკმა" ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის მსგავსად, ეკონომიკური პრობლემები არსებობდა საქართველოს თითქმის ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. თურქეთის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა სამხედრო გადატრიალების მცდელობამ, ტერორისტულმა აქტებმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და პოლიტიკურმა კრიზისმა.


2016 წლის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყო სომხეთის ეკონომიკამ. ნავთობზე არსებული დაბალი ფასები (ზრდადი ტრენდის მიუხედავად) უარყოფითად მოქმედებდა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე. აშშ და ევროკავშირი კვლავ ინარჩუნებდნენ სანქციებს რუსეთის მიმართ, თუმცა, ნავთობის გლობალურ ბაზარზე ფასის სტაბილიზაციის კვალდაკვალ, რუსეთში 2016 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ვარდნა შენელდა. უკრაინაში 2016 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა.


როგორც „ეროვნული ბანკის" ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკაზე კვლავ უარყოფითად მოქმედებდა საგარეო შოკის გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა მოთხოვნამ წლის მეორე ნახევარში ზრდა დაიწყო, იგი კვლავ სუსტი დარჩა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner