საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„ტექნოპარკის და სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტი „bubblestack" - ჰიდროფონიკული სისტემა, რომელიც გულისხმობს მცენარეების გაზრდას ნიადაგის გარეშე, წყლის თხელ ნაკადში, წარმოუდგენელი სიჩქარით.
ჰიდროფონიკული სისტემა ავტომატიზებულია მცენარის ჩარგვიდან მოსავლის აღებამდე. მისი მართვა და მოსავლის მოყვანა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. მათთვისაც, ვისაც სოფლის მეურნეობაში არავითარი გამოცდილება არ აქვს და მათთვისაც, ვისაც არ აქვს სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწა. რაც მთავარია, ეს პროცესი შეგიძლიათ მართოთ ტელეფონიდან, სპეციალური აპლიკაციით.
სისტემის განთავსება შესაძლებელია როგორც სათბურში, ასევე შენობაში", - წერს თალაკვაძე.