logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა
- +

1 მაისი. 2017. 23:49



საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პარლამენტს 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში რომელიც ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა უნდა წარედგინოს პარლამენტს, მოიცავს ინფორმაციას ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შედეგების შესახებ, ასევე ეკონომიკურ ანგარიშს, „ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ „საფინანსო ანგარიშგებას".


ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 % შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს -1.5% პუნქტი- მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების როლიც. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 %-ით გაიზარდა და ყველაზე დიდი, 0.6 % პუნქტის ტოლი, წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში.


ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წვლილმა რეალურ ზრდაში 2 % პუნქტი შეადგინა. ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა. კერძო სექტორიდან კი ძირითადი აქტიურობა მოდიოდა მშენებლობის სექტორზე.


ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 236 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner