„საზოგადოება პარტიის ახალ სახეებს უახლოეს დღეებში გაიცნობს", - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი აცხადებს. კახა კალაძის თქმით, ახალი სისხლი პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის კარგია, რადგან ყოველთვის აჯანსაღებს სიტუაციას.
„ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის, უახლოეს მომავალში, წარვადგენთ ახალ სახეებს, ახალ პიროვნებებს, რომლებიც გაწევრიანდნენ პარტია "ქართულ ოცნებაში". ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის.პოლიტიკაში კონკურენციას მივესალმები, ეს არის ნორმალური და მისაღები", - განაცხადა კახა კალაძემ.
ის თქმით, მთავარია, ახალი სახეები იყვნენ წარმატებული, განათლებული ადამიანები და ჰქონდეთ უნარი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.