2 მაისს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში საკრებულოს წევრი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები, დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულად გამოცხადების საკითხი, ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარ ხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია და მიმდინარე პოლიტიკური თემები.
2 მაისს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები, დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულად გამოცხადების საკითხი.
2 მაისს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: მერიის პასუხი ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარ ხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, გარევაჭრობა.