logo_geo
eng_logo
ზურაბ ქურციკიძე: ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა!
- +

2 მაისი. 2017. 03:53



ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მოდულის შენობაში დაკავების დროს მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.


მისი თქმით, მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.


„ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და აგრეთვე, დავით დევნოზაშვილი სხვა ფიგურანტებთან ერთად მეუბნებოდა, რომ თუ აღიარებ ჩვენებას, სახლში წახვალ, თუ არა და, ციხეში ჩალპებიო. სულ მახსოვს 4 ფიგურანტი, მათ შორის იყო „ოქროსჯაჭვიანი" პირი. ძირითადად იყო მუქარა, თუ არ აღიარებ, მოკვდებიო. გედენიძე და ალავიძე შენ გადებენ ხელსო. ყველაფერი შენს წინააღმდეგ არისო", - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.


პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წლის 6 ივნისს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner