logo_geo
eng_logo
რუსეთის პრემიერ-მინისტრის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა
- +

2 მაისი. 2017. 03:54



კორუფციაში დადანაშაულებული რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პოპულარობის რეიტინგი, რომელთანაც ვლადიმერ პუტინს ხანგრძლივი ტანდემი აქვს, რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. კრემლი დილემის წინაშეა: „მედვედევის მხარდაჭერა საზოგადოების უკმაყოფილებას გაზრდის, მისი შეცვლა აღქმული იქნება ოპოზიციის გამარჯვებად", - წერს ფრანგული Le Monde


„ლევადა ცენტრის" კვლევის თანახმად, პირველად, რესპონდენტების 52% აღარ ენდობა მედვედევს, 33% - დიდწილად არ ენდობა, ხოლო 45% მის გადადგომას ემხრობა.


„პრეზიდენტობის დასაწყისში მედვედევს ჰქონდა ნდობის გარკვეული კრედიტი, როგორც მოდერნიზაციის იდეოლოგს. ის პუტინის „სილოვიკების" საპირისპირო ძალად აღიქმებოდა, მაგრამ ეს იმიჯი დღეს აღარ არსებობს... მისი პოლიტიკური წონა ძალიან მცირეა და ეს ყველაფერი ძალიან აწყობდა კრემლს მანამდე, სანამ მთელ უკმაყოფილებას თავის თავზე იღებდა მთავრობა. ახლა სიტუაცია შეცვლილია... მთელი ხელისუფლება მოწყვლადი ხდება", - წერს გამოცემა ექს-პერტებზე დაყრნდობით.


საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრის კვლევები, რომელიც ყოველ კვირას ტარდება, ცხადყოფს, რომ სიტუაცია პუტინზეც ნეგატიურად ისახება. 26 მარტის მასობრივი მიტინგების მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტის ნდობის (და არა პოპულარობის) რეიტინგი 2014 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, 50%-ზე ნაკლები იყო.


​ბოლო დროს, რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ გამოსვლებმა სულ უფრო სისტემატური ხასიათი მიიღო. ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების საკითხს იძიებდა. ფონდმა მარტის შუა რიცხვებში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მთელი რუსეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner