logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ის, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!
- +

2 მაისი. 2017. 11:27


 ძალიან უცნაური და წყლის მნაყველი ხალხი ვართ ქართველები", - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.


პირველი - მხოლოდ საქართველოში შეიძლება გასცეს ვიღაც დაცენტრილმა მღვდლობის მოწმობები და ამაზე ვილაპარაკოთ 2 კვირა. ვიღაცას მოელანდოს .. „ბიბლიური თავისუფლება", შეკრიბოს ხუთიოდე თავისნაირი დარტყმული და ეს გავიხადოთ მთავარ გასარჩევ თემად. არადა, ეს იგივეა, ზოგიერთი თავადვე რომ ამზადებს ხოლმეთამადის მოწმობას"!

მეორე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება იწვევდნენ დღეგამოშვებით ტელეარხები ავ დედაკაცს, სააკაშვილზე გადარეულ მეგი გოცირიძეს და ეკითხებოდნენ ჭკუას. არადა, ეს იგივეა, ინდაურს სთხოვო ადვოკატობა და ბატს დაავალო მოსამართლეობა!

მესამე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება იდგეს ტელევიზიების რეიტინგი ფსიქიატრიულიდან გამოქცეული ადამიანების მხრებზე!

მეოთხე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოიყაროს მთელმა ქვეყანამ თავი დედაქალაქში, რეგიონებში მიწები დასამუშავებელი იყოს, სოფლის მეურნეობის პროდუქტები მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოდიოდეს, მწვანილი 20 ლარი ღირდეს და ამავე დროს გააპროტესტონ მიწების გაყიდვის პროცესი!

მეხუთე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება იცხოვრონ მუდმივად წარსულით, ილაპარაკონ დოდგორის ომის მოგებაზე, გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ დღის აღნიშვნა აუცილებლად  დაფიქსირდეს კონსტიტუციაში, ამის გამო იშიმშილონ კიდეც, მაგრამ საერთოდ აღარ ახსოვდეთ არაერთი მარცხი და დაკარგული ტერიტორიები. არადა, თითქოს ახსოვთ, მაგრამ ამას არც არავინ აპროტესტებს და არც არავინ შიმშილობს!

მეექვსე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს პრეზიდენტი ოპოზიციაში, უკვე განაღდებულზე აკრიტიკებდეს ხელისუფლებას და სულაც არ თვლიდეს თავს იმ ხელისუფლების ნაწილად, რომელმაც ის გააპრეზიდენტა!

მეშვიდე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაბოდიალობდეს პრეზიდენტი რეგიონებში და კონსტიტუციას განიხილავდეს ხათრით შეკრებილ ადამიანებთან ერთად, ტყუილად ხარჯავდეს ფულს, დროს და ენერგიას!

მერვე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება იხარჯებოდეს საპრეზიდენტო არჩევნებში ათეულობით მილიონი ლარი და ამ პრეზიდენტს არ ჰქონდეს არავითარი უფლება-მოვალეობები. ასევე, ტყუილად ინახავდნენ ისეთ ჩინოვნიკს, რომელსაც ვეტოს დადების მეტი არაფერი შეუძლია და ამ ვეტოს დაძლევაც არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. ამ შემთხვევაშიც ტყუილად იხარჯება დრო, ენერგია და ფული!

მეცხრე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება ილაპარაკონ მარიხუანას ლეგალიზაციაზე მაშინ, როცა მოსახლეობის ერთი ნაწილი ისედაც გრაფიკიდანაა ამოვარდნილი, გაბრუებული დადის და ქუჩაში მანქანით თუ ფეხით გასვლა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული!

მეათე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება ადამიანმა მანქანით შეგიქმნას საფრთხე, საავარიო სიტუაცია, გაგიმეტოს სასიკვდილოდ, დაარღვიოს მოძრაობის წესები, იჯირითოს ქუჩაში და მის მანქანას უკანა საქარე მინაზე ეწეროს: „უფალო, შეგვიწყალენ"!

მეთერთმეტე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს: ადამიანი შევიდეს ეკლესიაში, ილოცოს, სანთელი დაანთოს, ღმერთს შეევედროს, გამოვიდეს და საკუთარ მოძმეს ყელი გამოღადროს!

მეთორმეტე - მხოლოდ ქართველ ვაჟკაცს შეუძლია, ცოლი თუ დედა უცხოეთში საშოვარზე გაუშვას, თვითონ მხართეძოზე წამოწვეს, გამოგზავნილი ფულით ჯიპი და შავი სათვალე იყიდოს, ბოზებში იაროს და ლუდიც ყლურწოს, თანფეისბუში" პატრიოტობას აწვებოდეს!

მეთორმეტე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება, ყაჩაღი, აფერისტი, მაიმუნი (ბოდიში გენეტიკურ მაიმუნებს), მამაძაღლი, ავაზაკი კითხულობდეს მორალს, ითვლბოდეს ოპოზიციად და განსწავლული ხალხი კიდევ უსმენდეს!

მეცამეტე - მხოლოდ საქართველოში შეიძლება, ყველა იყოს უმუშევარი, ღატაკი, მშიერი და ამ დროს ქვეყანაში მანქანები არ (ვერ) ეტეოდეს, ხოლო საღამოს რესტორნებში, კაფეებსა თუ ბარებში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ მოიპოვებოდეს!

უკაცრავად, მაგრამ რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჩვენ აღარ გვიკვირს, როცა ამბობენ, მალე ადამიანი მარსზე ფეხს დააბიჯებსო, მაგრამ ძალიან გვიკვირს, როცა რომელიმე დარტყმული რაღაცას წამოროშავს!" - წერს ზედელაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner