logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ნუ შეეცდებით სიცრუის ტირაჟირებას!...
- +

2 მაისი. 2017. 11:29


საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზვიად გამსახურდიას დაკრძალვას იხსენებს:


„ზვიად გამსახურდია დიდებითა და პატივით საქართველოს მოსახლეობამ დაასაფლავა. მე პირადად საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კუბლაშვილმა სამი მილიონი ლარი დამიფასა გროზნოში კომისიის ჩასვლა და ადგილის დათვალიერება, რომლის შემდეგ მეორე სამი მილიონი უნდა გაეღოთ გადმოსვენებაზე. ზვიადი გადმოასვენა ოჯახმა. სააკაშვილის ბრძანებით, მერაბიშვილმა და მისმა უწყებებმა საქართველოს ყველა კუთხიდან ქალაქში შემოსასვლელი ცენტრალური ტრასები გადაკეტეს. გავიხსენებ მცხეთის რაიონის დელეგაციის თხოვნას, რომელიც გამოკეტეს სოფლებში პოლიციელებმა, ისინი მთხოვდნენ კორდონის მოხსნას, რომ მათთვის პრეზიდენტის დატირების უფლება მიეცათ.

 

რომელი ერთი სისაძაგლე გავიხსენო, რაც მგლოვიარე ოჯახს გადახდა... ნუ შეეცდებით სიცრუის ტირაჟირებას, ყველა კითხვაზე სამართლიან პასუხს მიიღებთ".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner