logo_geo
eng_logo
„ეს არის დღე, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება უახლეს ისტორიას...“
- +

2 მაისი. 2017. 11:30


„ე.წ. კორტების სპეცოპერაციიდან 11 წელი სრულდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისინი, ვინც მუდმივად დავდივართ სასამართლო განხილვაზე, 2 მაისს, ორის ნახევარზე მივალთ იქ, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს და სადაც ახლა მემორიალია აღმართული. სანამ შვილის საფლავზე ააფეთქებდნენ, ყოველ წელს დაახლოებით ამ დროს მართავდა ხოლმე იური ვაზაგაშვილი აქციას, სადაც მთელი პოლიტელიტა მოდიოდა", - წერს ნინო მიქიაშვილი.


აქვე აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმიანება ნათია ფირცხალაიშვილი:


„ვიკრიბებით იმ მემორიალთან (იუსტიციის სახლთან), სადაც 2006 წლის 2 მაისს ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი საკუთარ ავტომობილში. ეს არ არის აქცია, ეს არის გახსენება იმ ავბედითი დღის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გაუთენა მათ ოჯახს. დღე, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება უახლეს ისტორიას", - წერს ფირცხალაიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner