logo_geo
eng_logo
ზურაბ ქურციკიძე: არარსებული ჯაშუშობის აღიარების მოპოვების მიზნით ჩემი გაგუდვის მცდელობა იყო
- +

2 მაისი. 2017. 11:34


ე.წ. ფოტოგრაფების  საქმის ერთ-ერთი დაზარალებულის ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, 2011 წელს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.


მისი განცხადებით, სანამ „მოდულის" შენობაში მიიყვანდნენ, ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდათ მიყვანილი. როგორც ქურციკიძე ამბობს, „მოდულის" შენობაში მისი გაგუდვის მცდელობაც იყო, რათა მას არარსებული ჯაშუშობა ეღიარებინა და ეთქვა, რომ ის იყო იმ ქსელის შემქმნელი, რომლის მეშვეობითაც ფოტორეპორტიორები ამ დანაშაულს ახორციელებდნენ.


ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, ამ ზეწოლაში მონაწილე ერთ-ერთი სწორედ დავით დევნოზაშვილი იყო, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულია. მოწმის  თქმით, ის დევნოზაშვილს პირველად სწორედ „მოდულის" შენობაში შეხვდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner