ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი დაზარალებულის ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, 2011 წელს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
მისი განცხადებით, სანამ „მოდულის" შენობაში მიიყვანდნენ, ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდათ მიყვანილი. როგორც ქურციკიძე ამბობს, „მოდულის" შენობაში მისი გაგუდვის მცდელობაც იყო, რათა მას არარსებული ჯაშუშობა ეღიარებინა და ეთქვა, რომ ის იყო იმ ქსელის შემქმნელი, რომლის მეშვეობითაც ფოტორეპორტიორები ამ დანაშაულს ახორციელებდნენ.
ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, ამ ზეწოლაში მონაწილე ერთ-ერთი სწორედ დავით დევნოზაშვილი იყო, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულია. მოწმის თქმით, ის დევნოზაშვილს პირველად სწორედ „მოდულის" შენობაში შეხვდა.