logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: 26 წელი გავიდა ნოდარ იმნაძის შემზარავი მკვლელობიდან და ამით აჭარის რეგიონში ეროვნული საყრდენი გაანადგურეს!
- +

2 მაისი. 2017. 11:35


„26 წელი გავიდა ნოდარ იმნაძის შემზარავი მკვლელობიდან და ამით აჭარის რეგიონში ეროვნული საყრდენი გაანადგურეს!" - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

 

„ეროვნული მოძრაობის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბაბუ (მელორ წურწუმია) და ნოდარ იმნაძე... გუშინ ზუსტად 26 წელი გავიდა ნოდარ იმნაძის შემზარავი მკვლელობიდან და ამით აჭარის რეგიონში ეროვნული საყრდენი გაანადგურეს! გავა წლები, ბაბუსაც სასიკვდილოდ სცემენ მიტინგის დარბევისას და უგანათლებულესი ადამიანი ფიზიკური თუ სულიერი შეურაცხყოფისაგან გარდაიცვლება!

მანამდე სოხუმში მოკლავენ ვოვა ვეკუას, აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას!

ბორითში სასიკვდილო ეშაფოტს გაუმზადებენ მერაბ კოსტავას!

პუტჩის დღეებში მანქანაში ჩაცხრილავენ უზენაესი საბჭოს დეპუტატს არკადი მარკოზიას!

საქართველოს ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელს და დამოუკიდებლობის მესაძირკვლე პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ჯიხაშკარ-ხიბულაში საფეთქელში ტყვიას ესვრიან! უფრო ადრე კლავენ პრეზიდენტის პირად მდივანსაც!

ზუგდიდში პოლიციის შენობაში ააფეთქებენ სლავა მინჯიას!

მუხანათურად მოკლავენ გოჩა ესებუას! ბადრი ზარანდიას! აკაკი ელიავას!

საიდუმლო ვითარებაში დაღუპულს იპოვნიან მეუფე ამბროსი ქათამაძეს! ციხეთა ჯურღმულებში სულს ამოხდიან დათო ლოლაძეს, ხვიჩა კვირტიას, გელა გაჩეჩილაძეს, პეტრე გელბახიანს... და აი ასე, ეტაპობრივად ფიზიკურად მოსპობენ ეროვნული მოძრაობის ყველაზე თავგანწირულ, მოუსყიდველ და უღალატო ადამიანებს!

მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტისას არ დაინდობენ ქართველ ახალგაზრდებს და სისხლით შეღებავენ დედაქალაქის ქუჩებს!

არავის არაფერი გამოუძიებია! არც ერთი მკვლელი არ დასჯილა!.. და დღეს მესაუბრებიან დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე... როგორ მეცოდები, ჩემო საქართველო!" - წერს შონია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner