გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის დატუმბვის დროს მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.
ამ დროისთვის აფეთქების ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.