ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე" დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გათავისუფლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჯგუფში მოვხვდით, არ ვაპირებდი მასთან დაკონტაქტებას. კარავიც სხვაგან გავშალეთ, მე ოჯახთან ერთად ვიყავი. მეორე დღეს თვითონ დამიძახა და ერთი-ერთზე ვისაუბრეთ. ამ პერიოდში მას დაცვაც არ ჰყავდა გვერდით. მან წუხილი გამოხატა: „მე და სანდრა ძალიან შევწუხდითო" და დამისვა ერთი შეკითხვა: „ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს ამბავი „გაგვიჩალიჩა". მე დავუსახელე პირები და ვუთხარი, რომ არსებობდა კიდევ ბევრი რამ, რაც ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. მაშინ გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული",- განაცხადა ირაკლი გედენიძემ.